იდეამოდი წარმოგიდგენთ ფაილების და მონაცემთა ბაზების რეზერვირების სისტემის 2.0.7 ვერსიას.

სისტემა განკუთვნილია ყველა იმ ორგანიზაციისათვის რომელსაც უწევს მნიშვნელოვან ფაილებთან მუშაობა და მისთვის მნიშვნელოვანია ფაილების ყოველდღიური სარეზერვო ასლების შექმნა.  პროგრამა შექმნილია Windows და Linux ოპერაციული სისტემებისათვის და მუშაობს მის ყველა ვერსიაზე. ასევე პროგრამა თავსებადია ყველა სახის ფაილსა თუ მონაცემთა ბაზის ფორმატთან.

მუშაობის პრინციპი:
კლიენტის კომპიუტერზე დგება სისტემის კლიენტის მოდული რომელიც ახდენს მითითებული ფაილების/ბაზების სარეზერვო ასლის აღებას და მათ მოთავსებას zip ან 7zip ფორმატის პაროლით დაცულ არქივში. ამის შემდეგ პროგრამა უკავშირდება ინტერნეტით ჩვენს სერვერს სადაც ხდება სარეზერვო ასლის ატვირთვა. ჩვენი სერვერი უკავშირდება ჩვენს მეორე სერვერს და მათ შორის ხდება  ფაილების სინქრონიზაცია, რაც დამატებით გარანტიას იძლევა ფაილის საიმედოდ შენახვის და რეზერვირებისათვის.  ჩვენი სერვერები განთავსებულია 2 ფიზიკურად სხვადასხვა ადგილას რაც გამორიცხავს ისეთ შემთხვევებს როგორიცაა მაგალითად ხანძარი,  ქურდობა.  ასევე რაიდ სისტემისგან განსხვავებით სადაც 1 ფიზიკურ სერვერში ხდება ინფორმაციის პარალელური ჩაწერა 2 მყარ დისკზე, რომლის დროსაც მაგალითად სერვერის კვების ბლოკის მწყობრიდან გამოსვლის დროს შეიძლება დაზიანდეს ყველა მყარი დისკი,  ჩვენთან ეს 2 ფიზიკურად სხვადასხვა სერვერზე ხდება. შესაბამისად რომელიმეს სრულიად განადგურების შემთხვევაში მეორეზე ჩვეულებრივ გაგრძელდება სარეზერვო ასლების არსებობა.   როდესაც პროგრამა დაასრულებს სარეზერვო ასლის ჩვენს სერვერზე ატვირთვას,  ჩვენი სერვერი დაუდასტურებს დასრულებას და გამოგიგზავნით შეტყობინებას წინასწარ მითითებულ იმეილზე ან სურვილის შემთხვევაში რამოდენიმე იმეილზე პროცესის წარმატების შესახებ, ან წარუმატებლობის შემთხვევაში პრობლემის მიზეზის სრულ ანალიზს.

ფაილების შენახვის დრო და მოცულობა:

ფაილები ინახება განუსაზღვრელი ვადით ვიდრე თქვენ არ წაშლით მას ან არ გადავა სიძველეში (რომლის დროსაც ირჩევთ თქვენ) და წაიშლება ავტომატურად თქვენ მიერ მითეთებულ დროში.   სტანდარტულ პაკეტში (30 ლარი)  შედის 20 გბ. მოცულობა.  1 მომხმარებელს შეუძლია მიაბას ნებისმიერი რაოდენობის კომპიუტერი თავის მომხარებელზე.

 

პროგრამის ძირითადი ფუნქციები და შესაძლებლობები:

  • ერთდოულად რამოდენიმე ადგილას შენახვის საშუალება: ღრუბლოვანი (Cloud),  გარე და ფლეშ ინფორმაციის მატარებლებზე, D დისკზე.
  • დეტალური ანალიზი იმეილზე თუ რა მოხდა რეზერვირების პროცესში.
  • ანალიზის 2 ან მეტ იმელზე გაგზავნა.
  • ასლის სერვერზე ატვირთვის სისწრაფის განსაზღვრა, რათა ატვირთვის პროცესში არ მოხდეს ქსელში სხვა მომხმარებლებისათვის ინტერნეტის სიჩქარის შემცირება ან ხელშეშლა.
  • პროგრამის სამართავი ინტერფეისის პაროლით დაცვა, რომ არ მოხდეს პროგრამის პატამეტრების ნებით თუ უნებლიეთ ცვლილება მესამე პირის მიერ.
  • დარეზერვებული ასლების დაშიფრვრა 256 ჰეშიანი პაროლით, რაც გამორიცხვას ფაილების გასხსნას სხვა პირის მიერ გარდა მათი მფლობელის.
  • შენახვის რამოდენიმე ერთდოული მეთოდი, ყოვლდღური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და ყოველწლიური. რაც განსაკუთრებით მარტივს ხდის ძველი პერიოდის ფაილების ნახვას .
  • რეზერვირების დასრულების შემდეგ კომპიუტერის ავტომატურად გათიშვა.
  • დარეზერვებული ფაილების ნებისმიერ დროს ნახვა ონლაინ პორტალზე http://backups.ideamodi.ge.

 

სისტემის პირველი ერთჯერადი ღრებულებაა 30 ლარი 1 კომპიუტერზე. ყოველი მომდევნო კომპიუტერი 20 ლარი.

სისტემის ყოველთვიური ღირებულებაა 30 ლარი.  მოცულობა 20 გბ. მომხმარებლების რაოდენობა – შეუზღუდავი.

ფასები მოცემულია დ.ღ.გ. ყველა სხვა გადასახადის ჩათვლით.