რას ნიშნავს “ვინდოუსის გარანტია”  ?

ხშირად ხდება რომ თქვენ ჩააწერინებთ სისტემას (ვინდოუსი, ლინუქსი) და ძალიან მალე გიზიანდებათ კომპიუტერი,  მაგალითად ვირუსი,  ბავშვი წაგიშლით რაიმეს,  ხშირი დენის ჩაქრობა და სხვა. სულ მარტივი მიზეზის გამო გიწევთ თანხის ხელახლა გადახდა.
ჩვენ ჩვენს კლიენტს არ ვეკითხებით მიზეზს რატომ დაუზინადა კომპიუტერი, თუ სისტემა ჩვენი ჩაწერილია 1 წლის განმავლობაში ჩვენ იმდენჯერ ჩაგიწერთ სისტემას ხელახლა რამდენჯერაც თქვენ ამას საჭიროდ ჩათვლით!  ( კომპიუტერის ტრანსპორტირებას სერვის ცენტრამდე და უკან მომხმარებელი ახდენს თვითონ).

მომსახურება ეხება მხოლოდ ოპერაციული სისტემის ხელახალ ინსტალაციას და არ ვართ პასუხისმგებელი დაზიანებულ ნაწილებზე ( გარდა ჩვენთან შეძენილი ტექნიკის მიმართ მისი გარანტიის მოქმედების პერიოდში).
ასევე ვინდოუსის გარანტია არ ეხება წაშლილი ფაილების აღდგენას (წაუშლელი ფაილები რომლებიც შენახულია კომპიუტერში არ დაიკარგება ხელახალი ინსტალაციისას) , ამ შემთხვევაში კლიენტი გადაიხდის მხოლოდ ფაილების აღდგენის საფასურს და სისტემის ინსტალაცია მოხდება უფასოდ გარანტიის პირობიდან გამომდინარე,  ხოლო იმ შემთხვევაში თუ კლიენტს არ სურს ფაილების აღდგენა სისტემის ინსტალაცია მოხდება სრულიად უფასოდ.

ინსტალაცია გარანტიით – 30 ლარი.
სტანდარტული ინსტალაცია – 20 ლარი.

დაგვიკავშრდით